რიგით მე-12 „ლიდერთა სახლი“, რომელიც ზუგდიდის იუსტიციის სახლში გაიხსნა, ამავე უწყების " დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამაა. პროექტის მიზანია,
ახალგაზრდებში დანაშაულის პრევენცია, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა და ცნობიერების ამაღლება არაფორმალური განათლების და სხვადასხვა მოხალისეობრივ პროექტებში მათი ჩართულობის გზით.
ზუგდიდის იუსტიციის სახლის მენეჯერის ზვიდ ფიფიას განცხადებით, ლიდერთა სახლი 11 ქალაქში წარმატებით ფუნქციონირებს და მასში მონაწილეობას 14 დან- 18 წლამდე ახალგაზრდები ღებულობენ. მოზარდები ასევე სხვადასხვა პროექტებში არიან ჩართულები.
„მოხარული ვარ, რომ ეს ლიდერთა სახლი ზუგდიდის იუსტიციის სახლის ბაზაზე იფუნქციონირებს. ყველანაირად მზად ვართ დავეხმაროთ ახალგაზრდებს“, - განაცხადა ზვიად ფიფიამ.
საქართველოში "ლიდერთა სახლის" ყველაზე პოპულარული პროექტებია: „ერთი დღე იუსტიციის სახლის თანამშრომლად“, „წიგნის კლუბი“, „პროფესიული არჩევანი“ და „კინო კლუბი“.
მასალის გამოყენების პირობები