რუბრიკები
სოფელ დიდინეძში ნაპირსამაგრი მოეწყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში, ჭვედირის უბანში, მდინარე ჯუმზე 90 გრძივი მეტრის ნაპირსამაგრი მოეწყო. პროექტი, მიმიდნარე წელს, რეგიონალური განვითარების ფონდიდან 220 000 ლარით დაფინანსდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის გამგეობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, უხვი ნალექის შედეგად მდინარე ჯუმი კალაპოტიდან გადმოდიოდა და სასოფლო – სამეუნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები იტბორებოდა. ადიდებული მდინარე ზიანს აყენებდა ადგილობრივ მოსახლეობასაც. ნაპირდამცავი ნაგებობის მოწყობის შედეგად სოფელში მცხოვრები 18–მდე ოჯახის პრობლემა მოგვარდა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები