სან-ფრანცისკოში რადიოებმა გადაწყვიტეს,დროებით შეაჩერონ ლორდის სიმღერის ”Royals” გაშვება ეთერში,მიზეზი კი ამერიკის ნაციონალური ჩემპიონატია ბეიზბოლში,რომელიც 29 ოქტომბერს დასრულდება.საქმე იმაში გახლავთ,რომ ჩემპიონატში მონაწილე ერთ-ერთი გუნდის სახელია ”Kansas City Royals”.მსმენელთა უმრავლესობამ კი ეს სიმღერა პირდაპირ დააკავშირა ზემოთ ხსენებულ გუნდთან.გაღიზიანება კი გამოიწვია ფრაზამ,რომელიც სიმღერაშია ნახსენები: ”And we'll never be royals. It don't run in our blood” (ჩვენ ვერასდროს გავხდებით მეფეები,ეს ჩვენ სისხლში არ არის). სწორედ ამ გაღიზიანებისა და პროტესტით გამოწვეული უამრავი ზარის გამო მიიღეს რადიოსადგურებმა გადაწყვეტილება 29 ოქტომბრამდე აღარ გაჟღერდეს სიმღერა ”Royals”,რომელმაც მუსიკოსს 2014 წელს მოუპოვა ”გრემი” ნომინაციაში წლის საუკეთესო სოლო პოპ-შემსრულებელი.
მასალის გამოყენების პირობები