კრემლის მიერ აფხაზეთისთვის დაწერილი სცენარი ოკუპირებულ აფხაზეთში ისევ აზრთა სხვადასხვაობის მიზეზია. დე ფაქტო ლიდერი დოკუმენტზე სასაუბროდ დღეს რეგიონში მოქმედი პოლიტიკური პარტია "ამცახარას" წარმომადგენლებს შეხვდა.
რაულ ხაჯიმბამ შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ შეთანხმების პროექტს არ ეთანხმება და ის ცვლილებების შეტანის გარეშე მიღებული ვერ იქნება.
დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, დე ფაქტო პარლამენტსა და სხვადასხვა უწყებებში დოკუმენტის ახალ ვერსიაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს, რის შემდეგაც კრემლთან შეთანხმების 2 ვერსიას განიხილავენ.
თუ ადრე ხაჯიმბა აცხადებდა, რომ დოკუმენტის განსახილველად დრო ოქტომბრის ბოლომდე ჰქონდათ, დღეს უკვე კრემლის მიერ დოკუმენტის შესაჯერებლად ვადების დაწესებას კატეგორიულად უარყოფს.
მასალის გამოყენების პირობები