ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში "მკითხველის კონკურსი 2014 " -ის დასკვნითი ეტაპი გაიმართა.
წარდგენილი 12 ფინალისტიდან ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა და მათ საჩუქრები გადასცა.
კონკურსში სამოპცამდე მკითხველმა მიიღო მონაწილეობა. მათ რიჩარდ ბახის ნაწარმოების „ თოლია ჯონათან ლივინგსტონი" წაკითხვა დაევალათ,რის შემდეგ ჩატარდა ტესტირება ნაწარმოების გარშემო.
კონკურსის გამარჯვებული ნინო წიწავა გახდა ,მას საჩუქრად ტელეფონი გადაეცა, ხოლო მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს მაკარი ლაგვილავასა და ანა ქობალიას - ელექტრონული წიგნები.
კონკურსის ჩატარების იდეა სამების ტაძრის მღვდელმსახურ დეკანოზ გიორგი წერიძეს ეკუთვნის,პროეკტის ფარგლებში მკითხველთა კონკურსი ფოთში,მარტვილში,ზუგდიდში და ასევე არასრულწლოვანთა კოლონიებში გაიმართა
დეკანოზ გიორგი წერიძის განმარტებით,პროექტის მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და წიგნის პოპულარიზაცია.
მასალის გამოყენების პირობები