კომპანიებმა
MasterCard და
Zwipe-მა მსოფლიოში პირველი, უკონტაქტო პლასტიკური ბარათის გამოშვების შესახებ განაცხადეს, რომელშიც მეპატრონის თითის ანაბეჭდის სპეციალური აღმრიცხველი მოწყობილობა იქნება ჩამონტაჟებული. მსგავსი ბარათის გამოშვება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ნორვეგიული ბანკის
Sparebanken DIN-ის მიერ ჩატარებულმა ესპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა.
აღსანიშნავია, რომ ბიომეტრული ინფორმაციის შემცველი ბარათები, კლიენტის უსაფრთხოების ყველაზე დიდი გარანტია. ზემოთ აღნიშნულ ბარათში პირველად იქნება შერწყმული პიროვნების ბიომეტრული იდენტიფიკაცია და მონაცემთა უკონტაქტო გადაცემის უსაფრთხო პროტოკოლი. სპეციალისტების თქმით, თითის ანაბეჭდები თვითონ ბარათზე შეინახება და არა მის მონაცემთა ბაზაში.
მასალის გამოყენების პირობები