შონ ბინი რიდლი სკოტის ახალ პროექტში
„The Martian“ მეთ დეიმონს შეუერთდა.
შეგახსენებთ, რომ
„The Martian“ სცენარი ენდი უირის რომანზე იქნება დაფუძნებული.
მისი სიუჟეტი ვითარდება ასტრონავტი მარკ უოტნის გარშემო. ქვიშის საშინელი ქარიშხლის დროს, ხომალდის ეკიპაჟი პლანეტიდან სასწრაფო ევაკუაციას იწყებს. მათ ჰგონიათ, რომ მარკი დაიღუპა. მათი წასვლის შემდეგ, ის მარსზე სრულიად მარტო დარჩება.
მთავარ გმირს დედამიწისთვის იმის შეტყობინების საშუალებაც კი არ აქვს, რომ გადარჩა. ასეც რომ არ იყოს, ყველა მისი მარაგი, მაინც, იმაზე ადრე ამოიწურება, ვიდრე მასთან სამაშველო ექსპედიცია ჩასვლას მოასწრებს. მარკი დანებებას არ აპირებს. იგი თავის გამომგონებლურ და ინჟინერულ უნარებს იყენებს და ცდილობს გადარჩეს იქმდე, სანამ დახმარება მასთან მიაღწევს.
შონ ბინი
NASA-ს ფრენების განყოფილების უფროსის როლს შეასულებს.
პროექტში თავისი მონაწილეობა უკვე დაადასტურეს ჯესიკა ჩესტეინმა, ჯეფ დენიელსმა, ქეით მარამ, მაიკლ პენიამ და კრისტენ უიგმა.
მასალის გამოყენების პირობები