23 ოქტომბერს სს”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 11:00 საათიდან 12:30 საათამდე გამოირთვება 35/6 კვ ქვესადგური “ზუგდიდი-2”-ის 6 კვ-ის ფიდერიN#9 და 12:30 საათიდან 14:00 საათამდე გამოირთვება ფიდერი #10 მიმდინარე სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 1441 აბონენტს (ქალაქი).
23 და 24 ოქტომბერს სს”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 13:00 საათიდან 16:00 საათამდე გამოირთვება ელექტროგადამცემი ხაზი ყორათი-2 სამუშაოებთან დაკავშირებით, უსაფრთხოების მიზნით გამოირთვება 110/35/6 კვ ქვესადგური ფოთი-2-ის 6 კვ ფიდერები #6,16 და 35/6 კვ ქვესადგური ფოთი-1-ის 6 კვ ფიდერები #12,15, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ფოთის მომსახურეობის ცენტრის 166 აბონენტს.
ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.
მასალის გამოყენების პირობები