ზუგდიდში ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დადიანების განახლებულ ბარკში მწვანე აქცია გაიმართა.
გამწვანების აქცია ასოციაცია „ათინათისა“ და ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ახალგაზრდული კლუბის წარმომადგენლებმა მიიღეს და 100-მდე სხვადასხვა სახეობის ხე დარგეს.
ახალგაზრდული კლუბების კოორდინატორის მიშიკო როგავას თქმით, ამ დღესთნ დაკავშირებით აქციაში 10 პარტნიორი სკოლის 50 -მდე მოსწავლე იყო ჩართული და მისი მიზანი ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლება იყო.
აქციაში მონაწილეობა სამეგრელო -ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები