რუბრიკები
ოსკარის სავარაუდო ნომინანტთა სია
ოსკარის საბოლოო ნომინანტები 2015 წლის იანვარში გახდება ცნობილი, თავად დაჯილდოება კი 22 თებერვალს გაიმართება, მაგრამ, სხვადასხვა რეიტინგისა და მონაცემის გათვალისწინებით, უკვე არსებობენ სანომინანტე ფავორიტები. “ბავშვობა” (“Boyhood”) და “სასტუმრო გრანდ-ბუდაპეშტი” გამოსვლისთანავე მოექცნენ სავარაუდო ოსკაროსანთა სიაში. შესაბამისად, დიდი შანსია, რიჩარდ ლინკლეიტერი და უეს ანდერსონი პირველად წარადგინონ “საუკეთესო სურათის” ნომინაციაზე. მათ არ ჩამორჩებიან კანის კინოფესტივალის ფავორიტები “ფოქსკეტჩერი” და “მისტერ ტერნერი”. გარდა ამისა, ფესტივალების სიმპათია დაიმსახურეს ფილმებმა: “ჩიტკაცა”, “საიმიტაციო თამაში”, “გაუჩინარებული გოგონა”, “ყველაფრის თეორია” და “ველური”. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ნამუშევრის პრემიერა ჯერ არც შემდგარა, გამოუსვლელ ფილმთა ნაწილს მაინც მიიჩნევენ ოსკარის სავარაუდო ნომინანტებად. ამ სიაში მოიაზრებიან: “გაუტეხელი”, “სელმა”, “დიდი თვალები”, “ტყეში”, “ამერიკელი სნაიპერი” და კიდევ რამდენიმე ახალი სურათი. თუ დაზუსტებით გაინტერესებთ ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოს სავარაუდო მფლობელთა სია, წარმოგიდგენთ წლევანდელ ფავორიტ ნამუშევართა ჩამონათვალს: უკვე გამოსული ფილმები, რომლებიც “საუკეთესო სურათის” ნომინანტებად მოიაზრებიან: 1. “ბავშვობა” (რიჩარდ ლინკლეიტერი) 2. “ჩიტკაცა” (ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ) 3. “საიმიტაციო თამაში” (მორტენ ტილდუმი) 4. “გაუჩინარებული გოგონა” (დევიდ ფინჩერი) ჯერ გამოსასვლელი ფილმები, რომლებიც “საუკეთესო სურათის” ნომინანტებად მოიაზრებიან: 5. “გაუტეხელი” (ანჯელინა ჯოლი) 6. “ვარსკვლავთშორისი” (ქრისტოფერ ნოლანი) 7. “ამერიკელი სნაიპერი” (კლინტ ისტვუდი) 8. “სელმა” (ავა დუვერნეი) ნაკლებად, მაგრამ მაინც სავარაუდო ნომინანტები “საუკეთესო სურათის” კატეგორიაში: 9. “ყველაფრის თეორია” (ჯეიმს მარში) 10. “ფოქსკეტჩერი” (ბენეტ მილერი) 11. “მისტერ ტერნერი” (მაიკ ლეი) 12. “გამათრახება” (დემიენ ჩაზელი) 13. “სასტუმრო გრანდ-ბუდაპეშტი” აქვეა ჯერ კიდევ გამოსასვლელი ნამუშევრები: 14. “ყველაზე საშინელი წელიწადი” (ჯეი-სი ჩანდორი) 15. “ტყეში” (რობ მარშალი) 16. “დიდი თვალები” (ტიმ ბარტონი) 17. “აზარტული მოთამაშე” (უილიამ მონაჰანი) თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ვარაუდი არ გამართლდება, გთავაზობთ ალტერნატიულ სანომინანტეებს: 18. “ველური” (ჯინ-მარკ ვალი) 19. “მოვალეობის შემსრულებელი” (პოლ თომას ანდერსონი) 20. “მაინც ალისი” (რიჩარდ გლატზერი და უოშ უესტმორლენდი) 21. “ტოპ-ხუთი” (ქრის როკი) 22. “რისხვა” (დევიდ ეიერი) 23. “ვარდის წყალი” (ჯონ სტიუარტი) 24. “სიყვარული უცნაურია” (ირა საჩსი) 25. “მამასახლისი” (ტომი ლი ჯონსი)
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.