ალბათ იშვიათად თუ შეხვდებით სადმე U2-ს სოლისტის,ბონოს სურათს ან ვიდეოს, სადაც ის ფერადი სათვალის გარეშეა დაფიქსირებული.ბევრს ეს უბრალოდ მისი იმიჯის ნაწილი ჰგონია.სინამდვილეში კი ბონო გლაუკომით იტანჯება. ერთ-ერთ შოუში,წამყვანთან მან გულახდილად ისაუბრა ამ პრობლემის შესახებ და განაცხადა,რომ მას პირველად თვალის დაავადების ეს დიაგნოზი 20 წლის წინ დაუდგინეს.მას შემდეგ ბონო და მზის სათვალე ”განუყრელი მეგობრები” არიან.
მომღერალი ახლაც გადის მკურნალობის კურსებს და ამბობს,რომ თავს მშვენივრად გრძნობს.
მასალის გამოყენების პირობები