რუბრიკები
ხაჯინბა მიმართვას ავრცელებს
რუსეთ-აფხაზეთს შორის ინტეგრაციისა და მოკავშირეობის შესახებ შეთანხმების პროექტთან დაკავშირებით აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ მოსახლეობას ტელეეთერით მიმართა.
დეფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, აფხაზეთს რუსეთის გარდა, სხვა მოკავშირე არ გააჩნია და არ აქვს უფლება, სხვადასხვა მიმართულებებით რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაფართოების იდეის დისკრედიტაცია განახორციელოს. "განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ასეთ თანამშრომლობას მხოლოდ ჩვენი კონსტიტუციისა და აფხაზეთის სუვერენიტეტის საფუძველზე განვახორციელებთ. ასეთივე იქნება ჩვენი ხედვაც შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელზე მუშაობაც ახლა მიმდინარეობს. ეს შეთანხმება არ არის მოწოდებული შეცვალოს რუსეთთან 2008 წელს ხელმოწერილი საბაზისო შეთანხმება, არამედ ახალი დოკუმენტი ძველზე იქნება დაფუძნებული", - აცხადებს ხაჯიმბა.
მისივე თქმით, თავდაცვის საერთო კონტურები, საქართველოსთან საზღვრის დაცვის გაძლიერება, რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე თავისუფალი გადაადგილებისთვის პირობების შექმნა, საბაჟო პროცედურების გამარტივება - ეს ყოველივე აფხაზურ ინეტერესებს შეესაბამება.
ხაჯიმბას თქმით, ეს პრაქტიკა წარმოადგენს თანამედროვე ტენდენციას, რომელსაც ყველა ქვეყანა უჭერს მხარს, რადგან გლობალიზაციის და საერთაშორისო რისკების პირობებში, შეუძლებელია მარტომ უზრუნველყო ეროვნული ინტერესები.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები