რუბრიკები
ზუგდიდის გამგეობის სოციალურ საკითხთა კომისია პრობლემებს ადგილზე გაეცნო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალური მდგომარეობისა და პირობების შემსწავლელი კომისია (კომისიის თავმჯდომარე გიზო სართანია) და კომისიის წევრმა გოგი რევიამ მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის, ორსანტიისა და ინგირის სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახები მოინახულეს. სოციალური კომისია აქტიურად განაგრძობს ბენეფიციარების მდგომარეობის ადგილზე გაცნობას.
კომისიის თავმჯდომარის გიზო სართანიას განცხადებით, ბენეფიციარები ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულ ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ. გადახურვის პრობლემის მოსაგვარებლად კი კომისია შუამდგომლობას დანიის ლტოლვილთა საბჭოში გაუწევს.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები