რუბრიკები
ფოთში, დევნილთა საცხოვრებელი კორპუსებისთვის ორნახევარი მილიონი ლარი გამოიყო
ფოთში, დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების თბო და ჰიდროიზოლაციის შეფუთვა მოხდება, - შესაბამისი საკითხი მთავრობის სხდომაზე დღეს დაამტკიცეს. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, ამ მიზნით ბიუჯეტიდან ორნახევარი მილიონი ლარი არის გამოყოფილი."საუბარია წინა ხელისუფლების დროს აშენებული 32 კორპუსის შეფუთვაზე, ეს არის ის კორპუსები, რომლებიც წვიმისგან და ქარისგან ირეცხებოდა და რომლებშიც გათბობა იყო, ცალფად ნაშენი კედლებია და სითბოს შენარჩუნება შეუძლებელია. მით უმეტეს, ისეთი ნესტის პირობებში, როგორიცაა ფოთში. მთავრობამ დაამტკიცა ეს ხაზი. მალე გამოცხადდება კონკურსი. მინდა მივულოცო ჩვენს დევნილებს, რომ ძალიან მალე მათ ექნებათ აბსოლუტურად სტანდარტული სახლები, სადაც გაცილებით ადვილი იქნება სითბოს შენარჩუნება", - განაცხადა სოზარ სუბარმა. მისივე თქმით, საუბარი არ არის მხოლოდ სითბოს შენარჩუნებაზე, ვინაიდან ეს იზოლაცია რომ არ მომხდარიყო, რამდენიმე წელიწადში სახლები ნგრევის პირას იქნებოდა მისული.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები