რუბრიკები
ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია
დღეს, ასოციაციამ „მერკური“  ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გამართა.  აღნიშნული პროექტი,რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსებითა და ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად ისახავს  ბაღში არსებული ხე-მცენარეების გადარჩენას კონსერვაციას. „სანერგე მეურნეობა ამჟამად გავერანებულია და გვინდა ბაღის ძველი მეცნიერ-თანამშრომლების დახმარებით  აღვადგინოთ ის და გადავარჩინოთ უნიკალური ენდემური და ეგზოტიკური ჯიშის მცენარეები“, -თქვა ასოციაცია მერკურის თავმჯდომარე ნანა თოდუამ. ამასთან, ასოციაცია ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის გადარჩენის ფონდის შექმნას გეგმავს, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება წვლილის შეტანა. ბიოლოგიის დოქტორის  ლარისა თირქიას თქმით, ზუგდიდის მოსახლეობისთვის ბოტანიკური ბაღი არის ფასდაუდებელი საუნჯე, რომელიც ყოველდღიურად 274 ათას ტონა ნახშირორჟანგს შთანთქვას და  370 ათასზე მეტი ადამიანისთვის საჭირო ჟანგბადს გამოყოფს. ბოტანიკურ ბაღში არსებული ძვირფასი ჯიშის ხეებიდან, უთხოვარი და ამერიკული სექვოია გახმობის პირასაა მისული. „ჩვენს მიერ გამოყვანილი იქნა  6 ძირი სექვოია, რომლითაც  შესაძლებელია გადავარჩინოთ ეს კულტივარი. რაც შეეხება უთხოვარს, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი, მისი გადარჩენა და გამრავლება ძალიან ძნელია“, - ამბობს ლარისა თირქია. ზუგდიდის მერიის არქიტექტორის  სამსახურის უფროსის ეკატერინე თოდუას თქმით, ბოტანიკური ბაღის საკითხი მერიისთვის არის მნიშვნელოვანი და აქედან გამომდინარე, ისინი განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებიან სხვადასხვა ორგანიზაციიდან შესული წერილებს, რომლებიც ბოტანიკურ ბაღს უკავშირდება. მისივე თქმით, ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში მერია არასამთავრობო ორგანიზაციას ყოველდღიურად რამდენიმე მუშახელს დაახმარს. არქიტექტორის  სამსახურის უფროსის განცხადებით, მერიას ბოტანიკურ ბაღთან მიმართებაში სხვადასხვა ღონისძიებების გატარება აქვს დაგეგმილი, მათ შორის ხელოვნური ტბის აღდგენა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.