ინგრედიენტები:
ბადრიჯანი 3
პამიდორი 3-4
ბრინჯი 80 გ
ნიორი 1 კბილი
ხახვი 1 თავი
ყველი 150გ
მწვანე ხახვი
მარილი და პილპილი
ზეითუნის ზეთი
ორეგანო (თავშავა)
მომზადების წესი:
წვრილად დავჭრათ ხახვი, ნიორი, მწვანე ხახვი. ბრინჯი სანახევროდ მოვხარშოთ, ხოლო პამიდორი თხლად დავჭრათ.
თითოეული ბადრიჯანი გავჭრათ ორად, გული ამოვაცალოთ, დავჭრათ და მოვშუშოთ ზეითუნის ზეთში, ხახვთან და ნიორთან ერთად. შემდეგ დავამატოთ ბრინჯი, მწვანე ხახვი, ორეგანო, მარილი, პილპილი, ავურიოთ და ამოვავსოთ ბადრიჯნის "ნავები". ზემოდან დავალაგოთ პამიდვრის ნაჭრები, მოვაყაროთ ყველი, შევდოთ 180 გრადუსზე, 30 წუთი.
მასალის გამოყენების პირობები