პლანშეტური კომპიუტერების ეპოქა, ოთხი წლის წინ, Apple-ის პირველი თაობის iPad-თან ერთად დაიწყო.
მოწყობილობამ მალევე შეიძინა პოპულარობა და ერთხანს მსოფლიოს ბაზარზე არსებული პლანშეტური კომპიუტერების 50%-ს ფლობდა. ამასთან ერთად, პროდუქტი განსაკუთრებული არა მხოლოდ ბაზრისთვის, არამედ კოპანიისთვისაც იყო, სადაც მისმა გაყიდვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწიეს.
რამდენიმე ხნის წინ, iPad Air 2-ის ანონსის დროს, კომპანიის ხელმძღვანელმა ტიმ კუკმა აღნიშნა, რომ პირველი ოთხი წლის განმავლობაში კომპანიამ უფრო მეტი აიპადის რეალიზაცია შეძლო, ვიდრე Apple-ის ყველა სხვა პროდუქტის. ამ პერიოდში პროდუქტის გაყიდვებმა 225 მილიონს მიაღწია.
თუკი Apple-ის სტატისტიკას დავუჯერებთ, ბაზარზე არსებული მხოლოდ პლანშეტების რიცხვი, გაცილებით დიდია, ვიდრე წამყვანი კომპანიების სამაგიდო კომპიუტერების საერთო რიცხვი. ტიმ კუკი მიიჩნევს, რომ Apple-ის პლანშეტმა 100%-ით შეძლო მომხმარებლის დაკმაყოფილება.
მასალის გამოყენების პირობები