დღეს კრისტენ სტუარტი თავისი კარიერის პიკზეა, მაგრამ მსახიობი გადაღებებმა ისე დაღალა , რომ მან ცოტა ხნით შესვენება გადაწყვიტა. ეს არ ნიშნავს, რომ ის შემოქმედების დავიწყებას აპირებს. ვარსკვლავი თავისი თავის გამოცდას ხელოვნების სხვა სფეროებში გეგმავს.
კრისტენი ლოს-ანჯელესის ცენტრში პატარა სტუდიის ყიდვას და ხელოვნებაზე თავის მიძღვნას აპირებს. მსახიობს უნდა , რომ თავისი ხელით შექმნას რაიმე. „მცირე შესვენებას ვიღებ იმიტომ, რომ უკანასკნელი 2 წელია ვმუშაობ, -თქვა 24 წლის სტუარტმა. – მსახიობი ვარ და ეს ხელოვნების ჩემი ფორმაა, მაგრამ რადგან მაშინ დავიწყე გადაღებები, როცა პატარა ვიყავი, შემოქმედების სხვა სფეროები , რომელშიც თავის გამოცდა მინდა, მაშინებს. მინდა, რომ ლოს-ანჯელესის ცენტრში პატარა სახლი-სახელოსნო ვიყიდო და ჩემი ხელებით შევქმნა რაიმე. ეს გადაწყვეტილება სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ მივიღე. ბევრ რამეს ვაკეთებ, მაგრამ არ ვიცი ამის რეალიზებას როგორ მოვახდენ, მაგრამ არ ვაპირებ ამის, როგორც რაღაც ღირებულის,საიდუმლოდ შენახვას. მე გამუდმებით რაღაცას ვწერ“.
სტუარტმა ახალი ფილმის „Camp “X-Ray” პრომო-ტური უნდა ჩაატაროს. კრისტენი გამოტყდა, რომ ახლა გაცილებით უფრო კომფორტულად გრძნობს საზოგადოებაში თავს. მას უკვე პაპარაცებიც კი აღარ აცბუნებენ. „ამ ყველაფერს უკვე უფრო წყნარად ვუდგები , -განაცხადა მსახიობმა. – ყველა მიყურებს – ხოდა მიყურონ!“
მასალის გამოყენების პირობები