ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში 2015–2017 წლების რეგიონული განვითარების სტრატეგიების შემუშავების რიგით მეორე სხდომა მიმდინარეობს.
შეხვედრა „რეგიონალური და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის პროექტი საქართველოში“–ს ფარგლებში სამეგრელო –ზემო სვანეთის მასშტაბით იმართება.
თითოეული მუნიციპალიტეტი საკუთარი ბიუჯეტით დასაფინანსებელ პროექტების სიას მათივე პრიორიტეტის საფუძველზე ჩამოაყალიბებს და შემდგომში აღნიშნული პროექტები რეგიონული განვითარების სამოქმედო გეგმის ერთ–ერთი კომპონენტი გახდება.
სამეგრელო–ზემო სვანეთის მასშტაბით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები საკუთარ სამოქმედო სტრატეგიას პროქეტში ჩართულ 5 ექსპერტებთან ერთად, რომელიც კომპანია TBSC –ის მიერაა დაქირავებული, განიხილავენ.
სამოქმედო გეგმის სამუშაო ჯგუფებში ჩართულია მუნიციპალიტეტის სამხარეო ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები. ასევე არასამთავრობო სექტორი და საზოგადოების წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები