არა ძალადობას!არა ფემიციდს!-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის კლუბის ორგანიზებით შეხვედრა- აქცია გაიმართა.
აქციის მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქალთა მიმართ ძალადობის და ქვეყანაში გახშირებული ფემიციდის შესახებ.
რადიო“ ათინათთან“ საუბარში სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის კლუბის ორგანიზატორმა ეკა მინჯორაიამ აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის აქციები ზუგდიდში ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება.
ქალთა ძალადობის წინააღმდეგ აქციები საქართველოს 9 ქალაქში ერთდროულად გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები