რუბრიკები
ყველაზე სასურველი ქვეყნები სამუშაოდ უცხოელებისთვის
HSBC -ის მიერ შედგენილ რეიტინგს, რომელიც უცხოელი სამუშაო ძალისთვის ყველაზე სასურველ ქვეყნებს ადგენს, წელს შვეიცარია ლიდერობს. ბანკის ანალიტიკოსებმა გამოარკვიეს, რომ ექსპატებს შვეიცარიაში ცხოვრების მშვიდი წესი იზიდავს. რეიტინგი, 34 ქვეყნის წარმომადგენელი 9 300 ექსპატის გამოკითხვის საფუძველზე შედგა. შარშანდელი რეიტინგის ლიდერი ჩინეთი იყო, ხოლო შვეიცარია იმ წელს 24 ყველაზე სასურველ მიმართულებაშიც კი ვერ მოხვდა. თუმცა ეს დაკავშირებული იყო არა ცუდ პირობებთან უცხოელი სამუშაო ძალისთვის ამ ქვეყანაში, არამედ შარშანდელი შეფასების კრიტერიუმებთან, რაც წელს შეიცვალა და გარკვეული კატეგორიების დამატება მოხდა. კვლევის მიხედვით, ექსპატების მეოთხედი შვეიცარიაში $200 ათასზე მეტს გამოიმუშავებს წელიწადში, რაც 2-ჯერ მეტად აღემატება უცხოელების საშუალო ანაზღაურებას მთელ მსოფლიოში. რესპოდენტების აბსოლიტური უმრავლესობის (85%) შვეიცარიული ხელფასები უფრო მაღალია, ვიდრე ისინი გამომუშავედნენ საკუთარ სამშობლოში. რეიტინგის ლიდერი შვეიცარია მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორის გამო არ გახდა. ბევრმა სათანადოდ დააფასა აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესის წარმოების შესაძლებლობა ამ ქვეყანაში, შესანიშნავი პეიზაჟები და რბილი კლიმატი. რესპოდენტთა უმრავლესობამ ასევე განაცხადა, რომ უფრო მეტს მოგზაურობენ, შვეიცარიის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო. გამოკითხვაში მონაწილე ყოველი მესამე შვეიცარიელი ექსპატი ბრიტანელი იყო, ყოველი მეხუთე - ამერიკელი ან გერმანელი. უცხოელების სამსახური ყველაზე ხშირად დაკავშირებულია საბანკო, საფინანსო და სადაზღვევო სფეროებთან, ტელეკომუნიკაციებთან და ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან. მეორე ადგილზე წელს მოხვდა სინგაპური, შარშანდელი მესამე ადგილიდან. უცხოელები ძველებურად აფასებენ ცხოვრების მაღალ დონეს ამ ქვეყანაში, კულინარიას, აქტიურ სოციალურ ცხოვრებას და ხელმისაწვდომ ჯანდაცვის სისტემას. შარშანდელი ლიდერი ჩინეთი, წელს მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა, თუმცა ცალკე ეკონომიკური მიმზიდველობით კვლავ პირველ ადგილზეა. მაღალმა ხელფასებმა და შედარებით დაბალმა ხარჯებმა, ექსპატების 76%-ს საშაულება მისცა უფრო მეტი ფული შეენახათ ჩინეთში მუშაობით, ვიდრე ამას საკუთარ სამშობლოში შეძლებნენ. 65%-მა გამოკითხულთა ასევე აღნიშნა განათლების უფრო მაღალი ხარისხის შესახებ ჩინეთში. რუსეთი, სადაც ქართველი ექსპატების დიდი ნაწილია კონცენტრირებული, წელს მე-17-ე ადგილზე ჩამოქვეითდა შარშანდელი მეშვიდედან. თუმცა ხელფასების მიხედვით, მისი ადგილი გლობალურ რეიტინგში მე-8-ეა. ექსპატები, რომლებიც რუსეთში ოჯახებით ჩადიან, ამბობენ, რომ კმაყოფილი არიან განათლების ხარისხით, მაგრამ აღნიშნავენ, რომ ადგილობრივ ბავშვებს საკუთარ თავში რწმენა აკლიათ. გარდა ამისა, უცხოელებს არ მოსწონთ რუსული სამზარეულო. ამბობენ, რომ უჭირთ დიეტის დაცვა და რთულია იქიდან მოგზაურობა. „თუ თქვენ არ გიღიმიან, საკუთარ თავს არ დააბრალოთ. ახალგაზრდობა უფრო მეგობრულადაა განწყობილი და ბევრი საუბრობს ინგლისურად“, - ასეთ რჩევას უზიარებენ ერთმანეთს HSBC-ის გამოკითხვაში მონაწილე ექსპატები, რომლებსაც რუსეთი ცხოვრება და მუშაობა მოუწიათ. შვეიცარიის, სინგაპურის და ჩინეთის შემდეგ, უცხოელებისთვის ყველაზე სასურველი ქვეყნებია: გერმანია, ბაჰრეინი, ახალი ზელანდია, ტაილანდი, ტაივანი, ინდოეთი, ჰონგ-კონგი, კანადა, ავსტრალია, ყატარი, ომანი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ვიეტნამი, რუსეთი, იაპონია, მალაიზია, ბელგია, მექსიკა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, საფრანგეთი, ესპანეთი, ირლანდია, თურქეთი, ნიდერლანდები, საუდის არაბეთი, ქუვეითი, აშშ, იტალია, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, ეგვიპტე.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.