კინოკომპანია Fox-მა ფილმის „ჰიტჩის მეთოდი“ მიხედვით, რომელშიც მთავარ როლს უილ სმიტი ასრულებს, სერიალის გადაღებას იწყებს. ახალი პროექტის აღმასრულებელი პროდუსერი თავად მსახიობი იქნება. სტუდიამ სერიალის საპილოტე ეპიზოდი, რომლის სცენარისტებიც დებორა კაპლანი და ჰარი ელფონტი იქნებიან, უკვე შეუკვეთა.
პროდუსერების თქმით, ახალი ტელეშოუ მოგვითხრობს „გაცნობებსა და სექსუალურობის პოლიტიკაზე“. სერიალის ყოველი ეპიზოდი ნახევარი საათი გაგრძელდება. ახალი შოუს სამსახიობო დასზე არაფერია ცნობილი, ასევე ჯერჯერობით არ დაუნიშნავთ არც მისი რეჟისორი.
კომედიური მელოდრამა „ჰიტჩის მეთოდი“ 2005 წელს გამოვიდა. უილ სმიტის პარტნიორები ევა მენდესი, ემბერ ვალეტა და ქევინ ჯეიმსი იყვნენ. სიჟეტის ცენტრში არის ცდუნების ოსტატი , რომელიც მამაკაცებს რჩევებს აძლევს როგორ მოხიბლონ ქალები და ამით ფულს აკეთებს. ფილმს კარგად შეხვდნენ როგორც მაყურებლები , ისე კრიტიკოსებიც.
მასალის გამოყენების პირობები