ჟუნრალმა Billboard ამ კვირის ყველაზე პოპულარულ გასტროლიორად მსოფლიო როკის ლეგენდას პოლ მაკარნტის ასახელებს. მარტო გასული კვირის განმავლობაში, მაკარტნიმ აშშ-ში გამართული 5 კონცერტზე გაყიდული ბილეთებიდან 10,6 მლნ დოლარი მიიღო.
მუსიკოსი 30 ოქტომბერს ასრულებს მსოფლიო ტურნეს Out There, რომელიც 2013 წლის მაისში დაიწყო. ამ დროისათვის ტურნედან მიღებული მაკარტნის შემოსავალი 165 მლნ დოლარს შადგენს.
გასული წლის ბოლოს მუსიკოსის მსოფლიო ტურნემ Billboard-ის რეიგინგში მხოლოდ მე-16 ადგილი დაიკავა,
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ტურნეს Out There დროს, ტოკიოში მყოფი 71 წლის პოლ მაკარტნი ვირუსული ინფექციის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს. დაგეგმილი კონცერტები იაპონიასა და სამხრეთ კორეაში გაუქმდა.
2014 წლის მაისში The Sunday Times-მა სერ პოლ მაკარტნი უმდიდრეს ბრიტანელ მუსიკოსად აღიარა. ლეგენდარული The Beatles-ის წევრის ქონება £710 მლნ-ად შეფასდა .
მასალის გამოყენების პირობები