Facebook-მა წარმოადგინა ახალი მობილური აპლიკაცია Rooms-ი, რომლის საშუალებითაც ანონიმურად, ფსევდონომით არის შესაძლებელი ურთიერთობა. ამის შესახებ Rooms-ის ოფიციალურ საიტზე წერია.
Rooms-ის მენეჯერმა ჯოშ მილერმა განაცხადა, რომ ინსპირაცია აპლიკაციის შესაქმნელად იყო გასული საუკუნის 90-იანი წლების ჩატები და ინტერნეტ-ფორუმები, სადაც მომხმარებლებს ფსევდონომებით შეეძლოთ მათთვის საინტერესო თემების განხილვა.
ფსევდონომის გამოყენების შესაძლებლობა ძირითადი ნიშანია, რაც Rooms-ს განასხვავებს Facebook-გან, რომელიც მკაცრად იცავს პრინციპს, რომ მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს იმ სახელით და გვარით, რასაც ის რეალურ ცხოვრებაში ატარებს. თუ მომხმარებელი Rooms-ზე რამდენიმე განხილვაში მონაწილეობს, თითოეულ „ოთახში“ სხვადასხვა ფსევდონომი შეუძლია გამოიყენოს.
Rooms-ი ახლა ხელმისაწვდომია აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში და სხვა ინგლისურენოვან ქვეყნებში, - განაცხადა Facebook-მა. თანაც, ჯერ გამოშვებულია აპლიკაცია მხოლოდ iOS-თვის. შესაბამისად ამ ქვეყნებში ანონიმურად ჩატაობას მხოლოდ iPhone-ის მომხმარებლები შეძლებენ.
მასალის გამოყენების პირობები