Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა, პეკინის ცინხუას უნივერსიტეტში გამოსვლისას, ჩინური ენის თავისუფლად ფლობის დემონსტრირება გააკეთა. თავისი გამოსვლის ფრაგმენტი ცუკერბერგმა,
Facebook-ში საკუთარ გვერდზე დადო.
ის კითხვა-პასუხის 30-წუთიან სესიაში მონაწილეობდა და გამოსვლისას ჩინური ენის ჩრდილოჩინურ დიალექტზე, მანდარინზე საუბრობდა.
მარკ ცუკერბერგმა ჩინურის სწავლა 2010 წელს დაიწყო და ამას „პირადი გამოწვევა“ დაარქვა, -წერს
Mashable. „ყოველთვის მაინტერესებდა ჩინური კულტურა და ენის სწავლა მისი გაცნობის საუკეთესო საშუალებაა“, - განაცხადა მან.
უნივერსიტეტში გამოსვლისას მან ინტერნეტთან მეტი ადამიანის დაკავშირებაზე და თავის პროექტზე,
Internet.org-ზე ისაუბრა, ასევე
Facebook-ის განვითარების საწყის ეტაპეზე. ამ კვირაში ის ცინხუას უნივერსიტეტის ეკონომიკის და მენეჯმენტის ფაკულტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც გახდა.
მარკ ცუკერბერგის მეუღლე, პრისცილა ჩანი, ჩინური წარმოშობის ამერიკელია. ცუკერბერგმა სტუდენტებს განუცხადა, რომ მისი მეუღლეც საუბრობს მანდარინის დიალექტზე.
Facebook-ის ხელმძღვანელი კიდევ იმითაა ცნობილი, რომ ყოველწლიურად რაღაც მნიშვენლოვან მიზანს ისახავს. მაგალითად 2009 წელს მან პირობა დადო, ყოველწლიურად ჰალსტუხით ევლო სამსახურში, 2011-ში - ეჭამა მხოლოდ იმ ცხოველების ხორცი, რომელთაც თავად მოკლავდა, 2013 წლის მიზანს კი წარმოადგენდა ყოველდღიუარდ 1 ადამიანის გაცნობა
Facebook-ის გარეთ.
შესაძლოა ცუკერბერგის მიერ გაწეულმა ძალისხმევამ ჩინური ენის შესწავლასთან დაკავშირებით მის ბიზნესს არგოს.
Facebook-ი ჩინეთში ოფიციალურად დაბლოკილია, სხვა პოპულარულ ამერიკულ საიტებთან ერთად. თუმცა სოციალური ქსელის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ ქვეყნის ხელისუფლებას გადაწყვეტილებას შეაცვლევინებს.
მასალის გამოყენების პირობები