რუბრიკები
ზუგდიდის სასამართლოში ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული მერიის ყოფილი თანამშრომლის პროცესი გაიმართა
  დღეს, ზუგდიდის საქალაქო სასამართლოში ზუგდიდის მერიის ყოფილი თანამშრომელის ჭაბუკა გეთიას სასამართლო პროცესი გაიმართა. მას პროკურატურა დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში  განსასჯელს 7-დან 14 წლამდე თავისუფლებას აღკვეთა ემუქრება. გეთია ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. დღევანდელ პროცესზე განსასჯელის ადვოკატმა ვლადიმერ  ჩიტაიამ  სასამართლოს სხდომის გადადების შუამდგომლობით მიმართა. ადვოკატმა სხდომაზე განმარტა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებიდან გამომდინარე,  პროკურატურას საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მხოლოდ დღეს, დილით მიმართა და დრო ითხოვა. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლევან ფიფიამ სასამართლოს განუცხადა, რომ განსასჯელს საპროცესოზე  უარი ეთქვა. მოსამართლე ნატრული  აკობიამ ადვოკატის შუამდგომლობა გაიზიარა და პროცესი 12 ნოემბრამდე გადადაო. ჭაბუკა გეთია, რომელიც ამ დროისთვის გირაოს საფუძველზეა გათავისუფლებული, ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს. შეგახსენებთ, რომ  ზუგდიდისმუნიციპალიტეტის საკრებულოს 16 ოქტომბრის  სხდომაზე  დეპუტატმა კახა მიქაიამ განაცხადა, რომ მერიის ყოფილი თანამშრომელი, ჭაბუკა გეთია სამართალდამცველებმა ნარკოტიკული ნივთიერების გამო დააკავეს. მიქაია ამბობს, რომ გეთია სამართალდამცავებმა თბილისი-ზუგდიდის გზაზე 12 სექტემბერს აიყვანეს. დეპუტატის ინფორმაციით, ნარკოტიკი, რომელიც გეთიას ჰქონდაზუგდიდის  მერიის ერთ-ერთი თანამშრომლისთვის იყო განკუთვნილი. ამასთან, კახა მიქაია ზუგდიდის  მერიას დ  აპროკურატურას აფრთხილებს, რომ  ჭაბუკა გეთიაზე  ზეწოლა არ განხორციელდეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.