ამერიკელმა ინჟინერებმა გამოიგონეს გადამცემი, რომელიც დროის რეალურ რეჟიმში, თვალყურს ადევნებს პოლიციელის მიერ იარაღის გამოყენებას: ბუდიდან ამოღების მომენტიდან სროლამდე.
გარდა ამისა, მოწყობილობა აფიქსირებს იარაღის გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას და მიმართულებას, თუ საითკენაა მიმართული იარაღის ლულა.
ახალი ტექნოლოგია უკვე გადის შემოწმებას აშშ-ის პოლიციის ზოგიერთ განყოფილებაში.
პროექტის რეალიზაციას აკეთებს სტარტაპი Yardarm Technologies-ი და მისი მიზანია კოლეგების გაფრთხილება რთულ სიტუაციაში ჩავარდილი პოლიციელის შესახებ, რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო კოლეგებს ვერ იძახებს დასახმარებლად.
მასალის გამოყენების პირობები