კინორეჟისორი მარტინ სკორსეზე როკ-ჯგუფ Grateful Dead-ის შესახებ გადაღებული დოკუმენტალური ფილმის აღმასრულებელი პროდუსერი იქნება. პროექტი ეძღვნება ჯგუფის 50 წლის იუბილეს ,რომელიც 2015 წელს შედგება. რეჟისორი ამირ ბარ-ლევი იქნება, ხოლო სურათს ალექს ბლავატნიკის კომპანია AOMA Sunshine Films დააფინანსებს.
ავტორების თქმით ფილმი მოგვითხრბოს, ჯგუფის მოღვაწეობაზე მათი კარიერის დასაწყისიდან დღემდე და სწორედ, ეს იქნება მისი განმასხვავებელი Grateful Dead-ის შესახებ გადაღებული სხვა ფირებისგან. მაყურებელი პირველად შეძლებს ნახოს მუსიკოსებთან ინტერვიუები და ის იშვიათი კადრები, რომელბიც სცენაზე და კულისებს მიღმაა გადაღებული.
„Grateful Dead უფრო მეტი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი ჯგუფი. მათ შექმნეს თავიანთი პლანეტა ,რომელიც მილიონობით თაყვანისმცემლით იყო დასახლებული. ბედნიერი ვარ, რომ ამ სურათის შექმანში ვიღებ მონაწილეობას“, – განაცხადა სკორსეზემ.
მასალის გამოყენების პირობები