ევროკავშირის მისიის ზუგდიდის წარმომადგენლობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას სტუმრობდა. შეხვედრის მიზანი ურთიერთანამშრომლობა და გაცნობა იყო.
გაბრიელ ვონ ჰორნი დაინტერესდა ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის სტრუქტურული მოწყობით,რაზეც დეტალური ინფორმაცია მუნიციპალიტეტის გამგებლისგან ედიშერ თოლორაიასგან მიიღო. მისიის ხელმძღვანელმა ითხოვა პროექტებისა და იმ პრობლემების ნუსხა,რაშიც მათ ევროკავშირის დახმარება სჭირდებათ.
მუნიციპალიტეტის გამგებლმა ის პროექტები გააცნო რაც ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის გამგეობის ძირითადი პრიორიტეტია.მისივე განმარტებით დახმარებას საჭიროებს შემდეგ პროექტებში,გზის რეაბილიტაცია,ხიდების მშენებლობა,სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების კეთილმოწყობა,საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება და სკოლების ტრანსპორტით უზრუნველყოფა.
როგორც მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა შეხვედრები რეგულარულად გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები