„მშვიდობის ფერები“ ასე ეწოდება სპექტაკლს, რომელშიც მონაწილეობა აფხაზეთის მე-11 და მე- 12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. პროექტის ორგანიზატორების თქმით, ფორუმ-თეატრის მიზანია ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ინიციატივებზე მსჯელობა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მექანიზმების შემუშავება.
"სამშვიდობო გადაძახილი აფხაზ ხალხს"- განათლებისა და განვითარების ცენტრ ,,აკადემუსი"-სა და ზუგდიდის შ.დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის ინიციატივით გაიმართა.
განათლებისა და განვითარების ცენტრ „აკადემუსის“ გამგეობის თავჯდომარის მადონა ჯაბუას თქმით,პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივა "კობერმი". „პროექტის პირველ ეტაპზე მოხდა მონაწილეთა დატრენინგება სხვადასხვა თემებზე, როგორიც არის მშვიდობის მშენებლობა, ტოლერანტობა და კონფლიქტის მოგვარება. შემდეგ ეტაპზე კი დაიდგა სპექტაკლი, რომელიც სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონის 16 რაიონში იქნება ნაჩვენები.“-ამბობს მადონა ჯაბუა.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ მაყურებელს შესაძლებლობა მიეცა სცენარი პოზიტიურად შეეცვალა.
მასალის გამოყენების პირობები