რუბრიკები
ზუგდიდის გამგებელმა დიდინეძში ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ სოფელ დიდინეძში მდინარე ჯუმზე მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა. სოფელ დიდინეძში, სამაქაცარიოსა და ჭვედირის უბნებში 130 მეტრი ქვის ნაყარი გაბიონი და 70 მეტრი სიგრძის დამბა შენდება. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის გამგეობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ზუგდიდის გამგებელი სოფელ ურთის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები ადგილზე მოისმინა. ამასთან, ედიშერ თოლორაიამ მდინარე ჯუმზე არსებული ავარიული ხიდი მოინახულა და ურთის მოსახლეობას მის შეკეთებას დაპჰირდა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები