სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ფონდმა ტასომ და ქალთა საინფორმაციო ცენტრმა ზუგდიდში მცხოვრები ლიდერი ქალბატონები დააჯილდოეს, რომელთაც თემის განვითარებასა და წინსვლაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. ღონისძიებაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განხორციელებული საუკეთესო მცირე საგრანტო პროექტიც გამოვლინდა. დაჯილდოების ცერემონიას სპეციალურად მოწვეული სტუმარი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ კორძაიაც ესწრებოდა.
მასალის გამოყენების პირობები