რუბრიკები
სოფელ ახალსოფელში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებას სარემონტო სამუშაოები დანიის ლტოლვილთა საბჭომ გაუკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
სკოლამდელი დაწესებულების გახსნას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია და დანიის დევნილთა საბჭოს წარმომადგენლები დაესწრნენ. მუნიციპალიტეტის გამგებელმა საბავშვო ბაღს საჩუქრად გაზქურა გადასცა. ახლადგახსნილ საბავშვო ბაღში ამ ეტაპზე 20–მდე ბავშვი ირიცხება.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები