რუბრიკები
„ერთად შევაჩეროთ ძალადობა“ - დისკუსია ზუგდიდში (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ქალაქის საკრებულოს ინიციატივით, ოჯახში ძალადობის თემაზე დისკუსია გაიმართა. შეხვედრას სასულიერო პირი, სამართალდამცავი სტრუქტურის, სოციალური სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თვითმმართველი ოგანოების წარმომადგენლები დაესწრნენ. სამართალდამცავი ორგნოების წარმომადგნლების განმარტებით, ოჯახში ძალადობის ფაქტზე გამოძახება და შემაკავებელი ორდერის გამოცემა ხშირია. მათივე განმარტებით, ძალადობის გამოვლენის შემთხვევაში დგება მოძალადის მიმართ ადმინისტრაციული სასჯელი - პატიმრობა 7 დღის ვადით, მესამე შემთხვევაში კი, სისხლის სამართლი პასუხისმგებლობის საკითხი. ძალადობის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული კომიტეტის თავმჯდომარის ხათუნა ბეჭვაიას განცხადებით, სტატისტიკა ოჯახში ძალადობის შესახებ საგანგაშოა. მისივე ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში 2 ზუგდიდელი ქალის თავშესაფარში გადაყვანა გახდა საჭირო. სოციალური სააგენტოს წარმომადგენელმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ოჯახში ძალადობის შედეგად, ყველაზე მეტად ბავშვები ზარალდებიან და ისინი ძალადობის ირიბი მსხვერპლები ხდებიან. „პირველ კლასელი ბავში შუა გაკვეთილზე დგებოდა და მასწავლებელს ეუბნებოდა: „თავი, რომ მოვიკლა რა მოხდებაო?“ ამ ბავშვს სულაც არ სცემდა მამა, თუმცა დედას კარგად უსწორდებოდა“, - აღნიშნა შეხვედრაზე სოციალური სამსახურის წარმომადგენელმა ლიკა ჟვანიამ. დეკანოზმა ანდრია კემულარიამ აღნიშნა, რომ ოჯახში ძალადობა ქართველების ტრადიცია არ არის და ეს უკანასკნელი ერს გენში არა აქვს . დეკანოზმა საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლაზე და ქვეყნის გაქრისტიანებაზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მოციქულებს და მქადაგებლებს არ გაუსწორდნენ. სასულიერო პირი ფიქრობს, რომ ძალადობის მიზეზი სიყვარულის ნაკლებობაა. ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარაიას განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა არ იქნება ერთჯერადი სახის და მსგავსი შინაარსის დისკუსიები ხშირად გაიმართება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.