ინგრედიენტები:
ტკბილი წიწაკა, სხვადასხვა ფერის 2-3 ცალი
კარტოფილი 2
მდნარი ყველი 2 ს.კ
სტაფილო 1
ოხრახუში 1 კონა
კამა 1 კონა
ბულიონის კუბი 1
მარილი და პილპილი
ხახვი 1
წყალი 1.5 ლ
მომზადების წესი:
სტაფილო და წიწაკა პატარა კუბებად დავჭრათ, კარტოფილი – საშუალო ზომის ნაჭრებად. წვრილად დაჭრილი ხახვი მოვატავსოთ ტაფაზე, დავასხათ ზეთი და 1 წუთი ვშუშოთ, დავუმატოთ წიწაკა და განვაგრძოთ შუშვა. 1-2 წუთში დავუმატოთ სტაფილო, მოვაყაროთ დაფხვნილი ბულიონის კუბიკი და განვაგრძოთ მზადება. 1-2 წუთში ბოსტნეული ქვაბში გადავიტანოტ, დავასხათ წყალი და როცა ადუღდება კარტოფილი ჩავუმატოთ. კარტოფილის მოხარშვის შემდეგ წვნიანში ჩავდოთ მდნარი ყველი და მოვურიოთ, რომ გაიხსნას. წამოდუღებისთანავე დავაყაროთ ძალიან წვრილად დაჭრილი მწვანილი და ქვაბი ცეცხლიდან გადმოვდგათ.
მასალის გამოყენების პირობები