27 ოქტომბერს,ბროდვეიზე შედგა პრემიერა მიუზიკლისა
”The Last Ship”, რომელიც ცნობილი ბრიტანელი როკ-მუსიკოსის,ჯგუფ
”The Police”-ის ყოფილი სოლისტის,სტინგის სიმღერებისა და ბიოგრფიული ფაქტების მიხედვით შეიქმნა.
მოქმედება ბრიტანეთის ერთ-ერთ ქალაქ უოლსენდში,გემთსაშენ ქარხანაში ვითარდება,სადაც მამაკაცები თავიანთი,არც თუ ისე სახარბიელო და მძიმე ცხოვრების შესახებ,თითქმის ტრაურული ხმებით მღერიან.
კრიტიკოსების შეფასებამაც,რაღა თქმა უნდა არ დააყოვნა და არაერთგვაროვნად შეაფასეს დადგმა.ზოგი ამბობს ,რომ მიუზიკლი ვერ აიძულებს მაყურებელს,უთანაგრძნოს მთავარ გმირს,რადგან სცენარი არ არის დახვეწილი და ბევრი დეტალი აკლია.სამაგიეროდ ამ მოსაზრებას დაუპირისპირდა კრიტიკოსთა მეორე ნაწილი,რომელიც ამტკიცებს ,რომ სპექტაკლი გვიამბობს ძველმოდურ ისტორიას მოდერნისტული ელემენტებით,რაც ინარჩუნებს ინტრიგას და მაყურებელს ინტერესს უნარჩუნებს.
მასალის გამოყენების პირობები