Sony დუბაიში უჩვეულო მაღაზიის გახსნას აპირებს. ამ მაღაზიის თაროებზე წყალგაუმტარი სმარტფონების და პლანშეტების,
Xperia-ს ნახვა იქნება შესაძლებელი, ხოლო თავად თაროები ზღვის ფსკერზე, 4 მეტრის სიღრმეზე იქნება განლაგებული.
მყიდველები მაღაზია
Xperia Aquatech Store-ში მოხვედრას გამოცდილი მყვინთავების დახმარებით შეძლებენ. ამასთან, კლიენტებს არ მოუწევთ აკვალანგის ჩაცმა - ისინი მაღაზიაში ჩვეულებრივად ისუნთქებენ.
მაღაზია ამ წლის 3 დეკემბერს უნდა გაიხსნას.
მასალის გამოყენების პირობები