რუბრიკები
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ახალი მანქანები გადაეცა
დღეს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს 24 ახალ მანქანას გადასცა. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი,ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი თეიმურაზ ხარაშვილი დაესწრნენ.
სამედიცინო წესით აღჭურვილი, “FORD”-ის მარკის ავტომობილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ ცენტრებში პროპორციული წესით გადანაწილდება. პირველ ეტაპზე, ახალციხისა და ოზურგეთის განყოფილებებს 1, თელავის, მცხეთისა და ქობულეთის განყოფილებებს 2, გორი/ტყვიავის, ზუგდიდის, რუსთავისა და ქუთაისის განყოფილებებს კი 4 ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი გადაეცემა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლების პროცესი დღეიდან დაიწყო. ავტომობილები რეგიონებში ეტაპობრივად, გეოგრაფიული ფაქტორის გათვალისწინებით განაწილდება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი სრულად 2015 წლის დასაწყისისთვის “FORD”-ის საშუალო გამავლობის 80 და “VOLKSWAGEN”-ის მარკის მაღალი გამავლობის 100 ავტომობილით განახლდება.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები