ინგრედიენტები:
ლიმონი 5
სპირტი 95 გრადუსიანი 500 მლ
შაქარი 250 გ
წყალი 750 მლ
მომზადების წესი:
ლიმონი გავრეცხოთ, გავამშრალოთ, თხლად ავათალოთ ყვითელი კანი. დავასხათ ამ კანს სპირტი და დავდგათ 1 კვირა კარადაში. ამ დროის შემდეგ გავწუროთ ნაყენი და შევურიოთ შაქრიანი სიროპი.
სიროპისთვის წყალი და შაქარი წამოვადუღოთ და გავაციოთ.მზა ლიმონჩელო შევინახოთ მაცივარში. მივირთვათ ცივი, შეგვიძლია ყინულიც დავამატოთ
მასალის გამოყენების პირობები