დღეს, ასოციაცია „ათინათის“ საკონფერენციო დარბაზში სექტორული საკოორდინაციო შეხვედრა თემაზე - „გენდერი და ოჯახში ძალადობა - მდგომარეობა და გამოწვევები სამეგრელოს რეგიონში“ - გაიმართა.
შეხვედრა „ათინათის“ ორგანიზებით ჩატარდა და მას სასულიერო პირი, სამართალდამცავი სტრუქტურის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თვითმმართველი ოგანოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრაზე ის ძირითადი პრობლემები მიმოიხილეს, რომელიც ძალადობის წარმოშობას უწყობს ხელს. ამასთან, დისკუსიის მონაწილეებმა ოჯახში ძალადობის პრევენციაზეც ისაუბრეს და სამომავლო გეგმებიც დაისახეს.
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარაიას თქმით, მსგავსი დისკუსიები ხელს შეუწყობს პრობლემების უკეთ წარმოჩენას და მისი გადაჭრის გზების ძიებას.
„ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა. ადილობრივი თვითმმართველობა ჩაერთვება ყველა იმ პროექტებში, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ იქნება მიმართული“, - აღნიშნა მერაბ ქვარაიამ.
მასალის გამოყენების პირობები