The Weinstein Company-მ ახალი სურათის გადაღება დაგეგმა. ფილმს, რომელშიც მთავარ როლზე უკვე დამტკიცდნენ ჰიუ ჯეკმენი, ნიკოლ კიდმანი და დევ პეიტელი, “ლომი” ერქმევა. მიუხედავად იმისა, რომ შემოქმედებით ჯგუფში რეჟისორი ჯერ არ გამოჩენილა, სურათს მაინც დიდი პოპულარობა უწერია, გამომდინარე მონაწილე მსახიობებიდან.
სიუჟეტი დაფუძნებული იქნება ნამდვილ ამბავზე, რომელიც კალკუტაში დაკარგულ 5 წლის ბიჭზე მოგვითხრობს. ბავშვს ავტრალიელი წყვილი მფარველობს და ზრდის. კოლეჯის დასრულების შემდეგ, ბიჭს სურვილი უჩნდება, თავისი ნამდვილი ვინაობა დაადგინოს და ძიებისათვის
“Google Earth”-ს იყენებს.
მფარველი წყვილის როლებს კიდმანი და ჯეკმენი ითავსებენ, მთავარ გმირს კი პეიტელი განასახიერებს.
ჯერჯერობით უცნობია “ლომის” პრემიერის თარიღი.
მასალის გამოყენების პირობები