”იზვესტიას” თანახმად, პროექტ ტელესკოპ-რობოტების გლობალური ქსელის ”მასტერის” ხელმძღვანელი ვლადიმერ ლიპუნოვი აცხადებს, რომ ცოტა ხნის წინ აღმოჩენილ მეტეორიტის დედამიწასთან შეჯახების შემთხვევაში, ევროპა, შესაძლოა, მთლიანად განადგურდეს.
მკვლევარის თქმით, ასტეროიდის ზომა 20ჯერ აღემატება ”ჩელიაბინსკის მეტეორის” ზომას. ლიპუნოვის აზრით, ასტეროიდი პოტენციურად საშიშ ასტეროიდთა სიაში შევა.
”თუ მაგალითად, ასტეროიდი რომელიმე ზღვაში ჩავარდა, ის ძლიერ ცუნამს გამოიწვევს, ხოლო თუ ასტეროიდი ატომურ ელექტროსადგურს დაეცემა, მაშინ საფრთხე მთელს ევროპას ემუქრება,”-აცხადებს ლიპუნოვი.
მასალის გამოყენების პირობები