რეჟისორი ჯოელ შუმახერი, რომელმაც გადაიღო ფილმები „ბეტმენი სამუდამოდ“ და „ბეტმენი და რობინი“, მათში ნაჩვენებ სიუჟეტურ ხაზს გააგრძელებს. როგორც გამომცემლობა
BleedingCool იტყობინება, ლაპარაკია კომიქსების სერიაზე, რომელსაც ის კომპანია
DC Comics-თვის ილუსტრატორ დასტინ ნგუენთან ერთად მოამზადებს.
სერია, რომელიც შემდგარი იქნება 12 გამოშვებისგან, ასევე მოგვითხრობს ისტორიას, რომლის გაცნობასაც შუმახერი მაყურებლისთვის თავის მესამე ფილმში – სახელად „ბეტმენის ტრიუმფი“ გეგმავდა. მასში მთავარ ბოროტმოქმედებად რეჟისორი ჰარლი ქუინის და საფრთხობელას გამოყვანას აპირებდა. თავის დროზე სტუდია
Warner Bros.-მა , „ბეტმენი და რობინის“ მცირე შემოსავალის გამო, სურათის დაფინანსებაზე უარი განაცხადა .
მოხდება თუ არა მომავალში ამ სერიის ეკრანიზება ჯერჯერობით უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები