სამსახურში ლამაზი ქალების გარემოცვა მამაკაცებისთვის კარგი მუშაობის სტიმულია. მეცნიერების მიერ ამ საკითხის გარშემო ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა დაახლოებით 20-დან 50 წლამდე 500-მა მამაკაცმა მიიღო. აღმოჩნდა, რომ ექსპერიმენტში მონაწილე ძლიერი სქესის დაახლოებით 55% მიიჩნევს, რომ ლამაზი მანდილოსნების გარემოცვა მათ პროდუქტიულობას ზრდის, ისინი საქმეს მეტი ხალისითა და სტიმულით აკეთებენ. გამოკითხული მამაკაცების 27% კი აღიარებს, რომ ლამაზი ქალები მათი მუზები არიან. თუმცა მომხიბვლელი ქალი ყველასთვის ერთნირად ვერ გამოდგა კარგი მუშაობის გარანტი. კვლევაში მონაწილე მამაკაცების 18% არ მალავს, რომ ლამაზ ქალთან მუშაობა მათთვის ყურადღების გაფანტვასა და საქმეზე კონცენტრირების უნარის დაკარგვას ნიშნავს.
მასალის გამოყენების პირობები