ინგრედიენტები:
ყვავილოვანი კომბოსტო 1 თავი
ზეითუნის ზეთი 3-4 ს.კ
ყველი პარმეზანი 1/3 ჭიქა
ნიორი 2-3 კბილი
მარილი და პილპილი
ოხრახუში
მომზადების წესი:
ღუმელი 200 გრადუსზე გავახუროთ. კომბოსტო ყვავილედებად დავანაწევროთ და გავრეცხოთ.
ჯამში ავურიოთ ზეთი, ნაჭყლეტილი ნიორი, 1/4ჭ გახეხილი ყველი. ჩავამატოთ კომბოსტო და ამოვურიოთ, რომ ყველგან კარგად მოხვდეს სოუსი. მოვაყაროთ მარილი და პილპილი, გა დავიტანოთ ღუმელის ფორმაში და შევწვათ , სანამ კომბოსტო არ დარბილდება. პერიოდულად გადავაბრუნოთ. შუა წვისას დანარჩენი ყველიც მოვაყაროთ.
მზა კომბოსტოს მოვაყაროთ ოხრახუში და მივიტანოთ სუფრაზე.
მასალის გამოყენების პირობები