ინგრედიენტები:
ქათმის ფილე 500 გ
ბეკონი 10-12 ნაჭერი
მარილი და პილპილი
მომზადების წესი:
ქათმის ფილე დაჭერით 2.5-3 სმ ზომის ნაჭრებად. მოაყარეთ პილპილი (თუ საჭიროდ ჩათვლით, ცოტა მარილიც). დაჭერით ბეკონის ფირფიტები 2 ან 3 ნაჭრად, სიდიდის მიხედვით. ქათმის ფილე გაახვიეთ ბეკონში და დაალაგეთ ღუმელის ტაფაზე, რომელსაც წინასწარ ქაღალდს დააფენთ. შეწვით ღუმელში 200 გრადუსზე, 15-20 წუთი
მასალის გამოყენების პირობები