ჰოლანდიურმა კომპანია Heijmans-მა, დიზაინერულ სააგენტო Studio Roosegaarde-თან ერთად, ქალაქ ოსსში მანათობელი გზატკეცილი შექმნა, რომელიც ელექტროენერგიის სფეროში არსებული უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით, გზაზე მოძრაობას უფრო უსაფრთხოს გახდის. ინტერაქციული გზა, მანათობელი ზოლების მეშვეობით, ღამის ხედვას გააუმჯობესებს. აღსანიშნავია, რომ განათება მზის ენერგიაზე იტენება, აქედან გამომდინარე, გარემოსთვის არანაირი ზიანის მომტანი არ არის.
კონცეფცია Smart Highway -ისთვის შემდეგ საფეხურს, გზებზე მოძრაობის პრიორიტეტებიდან გამომდინარე განათება და ადაპტური საგზაო ნიშნები წარმოადგენს.
მასალის გამოყენების პირობები