ჰოლივუდელმა რეჟისორმა ოლივერ სტოუნმა ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა, რომ პუტინზე ფილმის გადაღება სურს. მისი თქმით, იგეგმება არა მხატვრული, არამედ დოკუმენტალური სურათის გადაღება.
„ჩამოვართმევდი მას ინტერვიუს, რათა მეჩვენებინა ის ხედვა, რომლის დანახვაც ამერიკელებს არ სურთ. ვისურვებდი მასზე დოკუმენტალური ფილმის გადაღებას“, -შენიშნა სტოუნმა.
კრემლის სააგენტომ ასევე განაცხადა, რომ რეჟისორმა თავისი გეგმების შესახებ პუტინს შეატყობინა. „ჩვენთვის ცნობილია, რომ სტოუნს ფილმის გადაღება სურს“, – განაცხადა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა.
მასალის გამოყენების პირობები