"აფხაზთა კრება" განახლებული რუსული აგრესიის საფრთხეებს და ამ ვითარებაში ხელისუფლების წინაშე მდგარ საშინაო და საგარეო გამოწვევებს განიხილავს.
კრების მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც კრების წევრი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების ლიდერები, ასევე აფხაზეთიდან დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობა. კრებას 400-მდე დელეგატი დაესწრება.
"აფხაზთა კრების" პირველი ღონისძიება 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს თბილისში გაიმართა. "აფხაზთა კრებაში" გაერთიანებულია 40 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფები.
მასალის გამოყენების პირობები