წელს, ჩხოროწყუს დაარსებიდან 85 წელი უსრულდება და ღონიძიების ორგანიზატორების განცხადებით, წლევანდელი დღესასწაული ყველაზე მასშტაბურია.
დაბის ცენტრში დადგმულია მეგრული ფაცხები, სადაც ტრადიციული კუთხური კერძები მზადდება. მთელი დღის განმავლობაში ასევე დაგეგმილია სპორტული და კულტურული ღონისძიებები. მსურველები დღეს ერთმანეთს საჯილდაო ქვის აწევაში, ქართულ ჭიდაობაში, ხალხურ თამაშობა „ლახტში“ და ბაგირის გადაძალვაში შეეჯიბრებიან.
სახალხო დღესასწაულისადმი მიძღვნილი ძირითადი ღონისძიებები 11:00 საათზე დაიწყო. იგეგმება მუზეუმის დათვალიერება და ჩოგბურთის კორტის გახსნა, 12:30 საათიდან კი სახალხო სეირნობა დაიწყება, ამავე დროს დაიწყება შეჯიბრი მინი ფეხბურთში.
12:40 საათზე სახალხო თამაშობა „ლახტი“ გაიმართება, 13:00 საათზე მსურველები საჯილდაო ქვის აწევში შეეჯიბრებიან ერთმანეთს, 13:30 საათზე შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში გაიმართება. 14:00 საათზე საბავშვო კონცერტი ჩხოროწყუს ცენტრალურ პარკში დაიწყება. 14:30 მსურველები ერთმანეთს ბაგირის გადაძალვაში შეეჯიბრებიან, რისი დასრულების შემდეგაც გაიმართება საჩვენებელი სპორტული გამოსვლები. 16:00 საათზე კი გალა კონცერტია დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები